22 მარ 2026
ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ქეთევან კვინიკაძე დახვდნენ.
ვაჰაგნ ხაჩატურიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვას დელეგაციასთან ერთად დაესწრება.