შეფერხება ქობულეთის საავტომობილო გზაზე

27 მაი 2017

ქობულეთში, სარკინიგზო გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოების გამო, 30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. საავტომობილო მიმოსვლა რუსთაველის ქუჩის გავლით განხორციელდება. 

შეზღუდვა საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის რკინიგზის გადასასვლელთან, არსებული მონაკვეთის  სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.