23 მარ 2026
UFC-ს ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ორგანიზაციის საშუალო წონაში ბრიტანელ კრისტიან ლეროი დანკანთან დამარცხდა.
ლეროი დანკანმა ბრძოლა თავიდანვე აქტიურად დაიწყო, უპირატესობა ჰქონდა და ქართველი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. დოლიძე UFC-ს საშუალო წონის რეიტინგში ბრძოლამდე მე-11 ადგილს იკავებდა.
შედეგად, ქართველ სპორტსმენს შერეულ ორთაბრძოლებში ამ მომენტისთვის ჩატარებულ 20 ბრძოლაში 15 გამარჯვება და ხუთი წაგება აქვს.