თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ „რეალთან“ დამარცხდა

23 მარ 2026

ესპანეთის ლიგა ენდესას 23-ე ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალთან“ 76:95 დამარცხდა. 

ტრავმის შემდეგ პარკეტზე დაბრუნდა თორნიკე შენგელია, რომელმაც 15 წუთში მხოლოდ 2 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

„ბარსელონა“ 15 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო ტურში 29 მარტს, მალაგას „უნიკახას“ შინ დაუპირისპირდება.