23 მარ 2026
თელავის სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის წინააღმდეგ 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გამართა.
შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 30:28 დასრულდა.
საქართველომ ისრაელის წინააღმდეგ პირველი მატჩი ანგარიშით 29:32 დათმო, ორი მატჩის ჯამში კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.