თბილისის გრანდსლემი ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა 6 მედლით დაასრულა

23 მარ 2026

თბილისის გრანდ სლემის ბოლო დღე წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის, რომელმაც 4 მედალი მოიპოვა, 2 ოქრო და 2 ბრინჯაო. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გახდა, ამავე წონაში ბრინჯაო მოიპოვა ლუკა ჯავახიშვილმა.

ოქროს მედალი მოიპოვა მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ამავე წონაში საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

ქართველების ანგარიშზე კიდევ ორი ბრინჯაოს მედალია. 66 კილოგრამში მესამე ადგილზე 19 წლის თორნიკე გიგაური გავიდა, 73-ში კი ბრინჯაო გიორგი ლოლაძემ მოიგო.