23 მარ 2026
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, მარიუს ვიზერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ძიუდოზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სპორტის სახეობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
შალვა გოგოლაძემ და მარიუს ვიზერმა ასევე განიხილეს თბილისის „გრანდ სლემი’’ და 23-26 აპრილს დაგეგმილი ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხები.
თბილისმა ძიუდოს ,,გრანდ სლემს’’ მეექვსედ უმასპინძლა. ტურნირზე 54 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.