23 მარ 2026
„ნიურნბერგის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის II ბუნდესლიგის 27-ე ტურში „კაიზერსლაუტერნთან“ ორი გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, მეტოქის კარი პირველად მეორე წუთზე თავური დარტყმით აიღო, რითაც ანგარიში გახსნა, ხოლო 83-ე წუთზე უკვე ფეხით დაარტყა ზუსტად და საბოლოო ანგარიში - 3:0 დააფიქსირა.
ლოჩოშვილს II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას საუკეთესო შეფასება ჰქონდა „კაიზერის“ წინააღმდეგ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. „ნიურნბერგი“ 27 ტურის შემდეგ 36 ქულით მეცხრე საფეხურზეა, ხოლო მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ბრაუნშვაიგს“ ესტუმრება.
მანამდე ლოჩოშვილი საქართველოს ნაკრებში ისრაელისა და ლიეტუვას წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.