გიორგი მიქაუტაძის გოლი ლა ლიგაში

23 მარ 2026

გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგაში „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში, მისმა „ვილიარეალმა“ კი მეტოქე 3:1 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი ლა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

„ვილიარეალმა“ პირველივე ტაიმში სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა: მე-7 წუთზე ანგარიში მორენომ გახსნა, მე-15 წუთზე მიქაუტაძემ უპირატესობა ორამდე გაზარდა, რვა წუთში კი მისი გადაცემით პეპემ მესამე ბურთი გაიტანა. 

ლა ლიგაში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 59 ქულა აქვს, ხოლო გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე ლა ლიგაში სადებიუტო სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.