23 მარ 2026
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელმა, ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ში „ანესის“ კარში გოლი გაიტანა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას მიუძღვნა.
ამავე შეხვედრაში დავითაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა, მისი პასით თავის გამოჩენა კევინ პედრომ მოახერხა, ხოლო ქართველის გოლის შემდეგ ანგარიში „სენტ-ეტიენის“ სასარგებლოდ 4:0 გახდა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.