24 მარ 2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის, ასევე, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები მათ შორის: „ჰეროინი", „მეთადონი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „მცენარე კანაფი“, ნედლი და გამომშრალი "მარიხუანა".
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - ჯამში 33 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და “ალფა პვპ”.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.