ჯანმო-მ ღაზის სექტორში სამედიცინო დახმარება შეიტანა

25 ოქტ 2025

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზაში კერემ შალომის გადასასვლელის გავლით სამედიცინო მარაგების 238 შეკვრა გადაიტანა, რომელშიც ინსულინი, ქოლერის საწინააღმდეგო ნაკრებები და სხვა აუცილებელი მედიკამენტები შედიოდა.
ჯანმო-ს საგანგებო სიტუაციების ოფიცრის განცხადებით, ორგანიზაციას 2000-ზე მეტი ნაკრები აქვს მზად, რომელიც შესაძლოა იორდანიის, ეგვიპტის, დასავლეთ სანაპიროს ან იერუსალიმის გავლით შევიდეს ანკლავში.
ჯანმო-ში ასევე აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივ საჭიროებას დააკმაყოფილებს და აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის სრული აღდგენა. მათი მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში თითქმის 42 ათასმა პალესტინელმა მიიღო მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება, მათგან 10 ათასზე მეტი ბავშვია.