„ჯვაროსნებმა“ შეკრება დაიწყეს

24 მარ 2026

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ისრაელსა და ლიეტუვასთან მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო. შეკრების პირველ დღეს „მიხეილ მესხი 2“-ზე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით 17-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა.

ლუკა გუგეშაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა გაგნიძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი კვერნაძე ნაკრებს დღეს შეუერთდებიან, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძესა და საბა გოგლიჩიძეს საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშიათ.

მარტის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 მარტს თბილისში ისრაელს დაუპირისპირდება, ხოლო 29 მარტს კაუნასში ლიეტუვას შეხვდება.