24 მარ 2026
მალტაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ ძალისმიერ სამჭიდში, წარმატებით იასპარეზა აჭარის ნაკრების წევრმა თემურ სამხარაძემ.
სპორტსმენმა ჩაჯდომში 385 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, წოლჭიმში 210 კილოგრამი დააფიქსირა, ამოწევაში კი - 390 კილოგრამი და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, სამჭიდის ჯამში 985 კილოგრამით კი მესამე ადგილზე გავიდა.
საერთო ჯამში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კლასიკური ძალისმიერი სამჭიდის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ათი მედლით დაასრულა.
ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა და მამაკაცთა ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს.