სპორტის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

24 მარ 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ პეკინის სპორტის უნივერსიტეტი მოინახულა და უნივერსიტეტის რექტორს ჭანგ ძიენს, სხვადასხვა სპორტული საგანმანათლებლო პროგრამების დეკანებს, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელებსა და ჩინეთის ოლიმპიური აკადემიის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და ორი ქვეყნის სპორტის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ისაუბრეს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამწვრთნელო პროექტების განხორციელებაზე. 

სპორტის უნივერსიტეტში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ მოინახულა სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრი, მაგიდის ჩოგბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზები.