ევროკომისიის პრეზიდენტი ირანთან მოლაპარაკებების მოწოდებით გამოდის

24 მარ 2026

ევროკომისარი ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანთან მოლაპარაკებებისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა. ფონ დერ ლაიენმა დაგმო ირანის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და კომერციულ გემებზე. ასევე განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის დაკეტვა მიუღებელია.

მას არ დაუგმია შეერთებული შტატებისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებები. ეს განცხადება ევროკომისარმა ავსტრალიაში ვიზიტის დროს გააკეთა. 

„სიტუაცია კრიტიკულია  ენერგომომარაგების კუთხით მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ერთობლივი განცხადების დროს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.