24 მარ 2026
თეირანში საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულ შენობებში გადარჩენილებს ეძებენ. ადგილზე წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების მაშველები, სასწრაფო დახმარების ჯგუფები და სახანძრო მანქანაა მობილიზებული.
სამაშველო ოპერაციის ამსახველ ვიდეოკადრებს ირანის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღის ფარგლებში „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარ შტაბს დაარტყეს.
2 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ომში, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაიწყეს, ომმა მსოფლიო ბაზრებზე რყევები, საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, დააჩქარა გლობალური ინფლაციის შიში და შეარყია დასავლური თავდაცვის ალიანსი.