24 მარ 2026
ერაყის დასავლეთ ანბარის პროვინციაში შიიტური სახალხო მობილიზაციის ძალების ბაზაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, 10 მებრძოლი დაიღუპა, მათ შორის ანბარის სამთავრობო ძალების ოპერაციების მეთაური. 30 კი დაშავდა.
სამთავრობო ძალებმა განცხადებაში დაადასტურეს ანბარის სამთავრობო ძალების მეთაურის, საად ალ-ბაიჯის და მისი რამდენიმე თანმხლები პირის გარდაცვალება.
თავდასხმის განხორციელებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ აშშ-ის საჰაერო დარტყმა სამეთაურო შტაბ-ბინაზე მაშინ განხორციელდა, როდესაც პერსონალი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.