სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ 

24 მარ 2026

სიონში, მეორე დღეა, მოქალაქეების ნაკადი არ წყდება. ისინი ილია მეორის საფლავზე მის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მივიდნენ, რომლებმაც პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს. 

სიონის ტაძარში, 40 დღის განმავლობაში, სასულიერო პირები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდს იხდიან.

მრევლს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე შეუძლია.