ჯვრის მონასტრის საკონსერვაციო სამუშაოები

24 მარ 2026

მცხეთის ჯვრის მონასტერში , რომელიც  მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, დიდი ტაძრის ინტერიერის საკონსერვაციო სამუშაოები ხორციელდება.

საკონსერვაციო სამუშაოების ზედამხედველობა-მონიტორინგის მიზნით საქართველოში  საიმონ  კრისტოფერ გაი ვარაკი იმყოფება. მონიტორინგი  საკონსერვაციო სამუშაოების მეთოდოლოგიური სისწორისა და შესრულების ხარისხის კონტროლს მოიცავს.

კონსერვაციის ფარგლებში ტაძრის ინტერიერის ქვის მთლიანი ზედაპირის გასუფთავება და დამუშავება ,ასევე ინტერიერში ფრაგმენტულად შემორჩენილი კედლის მხატვრობის შენარჩუნებისთვის გადაუდებელი პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

საიმონ ვარაკმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს კვალიფიკაიის ასამაღლებლდ ტრენინგი ჩაუტარა. 

სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.