დანიაში საპარლამენტო არჩევნებია

24 მარ 2026

დანიაში საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც შესაძლოა პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს მესამე ვადით გამარჯვება მოუტანოს გრენლანდიასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მისი მტკიცე პოზიციის წყალობით.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სუსტ შედეგს მიიღებენ: ბევრი დანიელი პრემიერს ადანაშაულებს იმაში, რომ საკმარისად არ აკეთებს სკანდინავიური კეთილდღეობის მოდელის დასაცავად, ნაწილი კი მისი თითქმის შვიდი წლის პრემიერობის შემდეგ მზარდ დაღლილობაზე მიანიშნებს. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ცენტრისტული-მემარცხენე მმართველი კოალიცია დანიის 179 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და დაახლოებით 85 მანდატს მოიპოვებს.

მეტე ფრედერიკსენმა, რომელიც დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, საპარლამენტო არჩევნები გასულ თვეში დანიშნა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით მუქარის ფონზე მისი რეიტინგი გაიზარდა.