24 მარ 2026
ქართველი ხალხი შეეცადა, ჩვენი პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც მან თავისი ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, გვაჩვენა, მაგალითად დაგვისახა – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლოაბში საზოგადოებამ ნახა სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, რომლებმაც გლოვის დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სამგლოვიარო დღეებმა აჩვენა ქართველი ერის მიმართ მხარდაჭერაც და ასევე, საზოგადოებამ დაინახა ფარისევლობაც.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ გლოვის პერიოდში საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია და ყველამ პატივი უნდა სცეს პატრიარქის სხოვნას, რომლის ღვაწლიც ფასდაუდებელია.