24 მარ 2026
ორი ივლისიდან ავიაკომპანია Eurowings-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება.
„გერმანული ავიაკომპანია Eurowings-ი ორი ივლისიდან პირდაპირ რეისებს კიოლნი – თბილისი – კიოლნის მიმართულებით იწყებს.
რეისები კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის თვითმფრინავით შესრულდება
კიოლნი სრულიად ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის და ხელს შეუწყობს ტურიზმის ზრდას, ასევე ბიზნესკონტაქტების გაფართოებას გერმანიასთან“, – ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გავრცელებულ ინფორმაციაში.