ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „EBiT 2026“

24 მარ 2026

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „EBiT 2026“-თან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოებისა და გიდების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე იმსჯელეს გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე და მონაწილეობის დეტალებზე. „ “EBiT 2026“ 30 აპრილს გაიხსნება და 2 მაისს დასრულდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მე-17 საერთაშორისო გამოფენაში 6 ქვეყნის დაახლოებით 80 კომპანია იქნება წარმოდგენილი.

გამოფენის მიზანია ტურიზმისა და სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორობებთან ურთიერთობების გაღრმავება და სფეროში არსებული სიახლეების გაზიარება. პარალელურად დაგეგმილია ზღვისპირა ქალაქში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულება.