სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლემა ნარკოდანაშაულის ბრალდებით  უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

25 მარ 2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებულს სასაზღვრო გამტარ პუნქტ "ყაზბეგი"-ს გავლით, რუსეთის ფედერაციაში საკუთარი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის სათადარიგო საბურავიში დამალვის გზით, სურდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 4 ფუთად დაფასოებული 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას გატანა. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისსწინებს.