ესპანეთის პოლიციამ 4 ტონა კოკაინი ამოიღო

27 ოქტ 2025

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ კანარის კუნძულებთან  ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე  4 ტონა კოკაინი ამოიღო. პოლიციამ გემის ეკიპაჟის ცხრავე წევრი დააკავა, რომლის დანიშნულების საბოლოო ადგილი ვიგოს პორტი იყო. ოპერაციას კოორდინაციას უწევდა სპეციალური ანტინარკოტიკული პროკურატურა ესპანეთის საზღვაო ძალების მხარდაჭერით.