25 მარ 2026
„ბარსელონამ“ ევროლიგის 33-ე ტურში „ანადოლუ ეფესი“ დაძაბულ ბრძოლაში, 78:71 დაამარცხა, ხოლო თორნიკე შენგელია მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „ბარსელონამ“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ მესამე პერიოდი 9 ქულით დათმო, საბოლოოდ მაინც გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ 25 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოფიციენტი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი იყო და მატჩის MVP გახდა.
„ბარსელონა“ ევროლიგაში 19 მოგებით და 14 წაგებით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 27 მარტს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.