რუსლან ბოლქვაძე "ONE CHAMPIONSHIP"-ის მებრძოლი გახდა

25 მარ 2026

MMA-ს მებრძოლი, ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომადგენელი, სხვადასხვა ვერსიით მსოფლიოს სამი საჩემპიონო ქამრის მფლობელი რუსლან ბოლქვაძე "ONE CHAMPIONSHIP"-ის მებრძოლი გახდა. მისი პირველი ბრძოლა ახალ ორგანიზაციაში 24 აპრილს შედგება.

"ONE Championship" არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია მსოფლიოში. მულტინაციონალური პრომოუშენი, რომელიც ატარებს ბრძოლებს ძირითადად აზიაში და ასევე მთელ მსოფლიოში. ხშირად მას ადარებენ UFC-ს, მაგრამ "ONE CHAMPIONSHIP"-ი უფრო მრავალ სტილს აერთიანებს და წლების განმავლობაში უკვე 200-ზე მეტი ივენთი ჩატარდა.

ორგანიზაცია  2011 წელს 3 სექტემბერს სინგაპურში დაარსდა. ამ ორგანიზაციაში პირველი, ვინც ამ ორგანიზაციაში საქართველო წარმოადგინა ლევან მაყაშვილი იყო.