25 მარ 2026
თბილისში პარაძიუდოში მსოფლიო თასის გათამაშება დაიწყო. ტურნირის პირველივე დღეს, ფინალურ ბლოკში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საბა ბაღდავაძემ იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ზურაბ ზურაბიანი, გიორგი გამჯაშვილი და ლევან გუგავა.
დღეს თბილისის მსოფლიო თასზე იასპარეზებენ: რევაზ ჩიკოიძე, ზვიად გოგოჭური, გიორგი ბერიძე, რამინი ყიფშიძე, ქეთი გილიგაშვილი და ინა ქალდანი.