დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო

25 მარ 2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურებისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილების და სპეციალური დანიშნულების ტექნიკური საშუალებების გადაცემის პროცესს დაესწრო.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, ასევე სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, დამატებით შეძენილია 45 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი, 14 ერთეული დრონი, 300 ერთეული ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები.