სამეგრელოს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა

25 მარ 2026

სამეგრელოს პოლიციამ ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავა - გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირებმა ქალაქ ფოთში მდებარე საცხოვრებელი ბინა გაქურდეს, საიდანაც ელექტროტექნიკა და სხვადასხვა ღირებულების საოჯახო ნივთები მოიპარეს, რის შემდეგაც მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.  

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულების სახით დააკავეს.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.