თბილისში „წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა

25 მარ 2026

„წყლის სექტორის ჩართულობის საერთაშორისო კონფერენცია“ გაიმართა თბილისში. კონფერენციის მიზანი საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარებაში საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიების მოზიდვა და ჩართულობაა.

ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის ინგფრასტრუქტურის საინჟინრო და სამშენებლო სექტორის, ასევე საფინანსო ინსტიტუტები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ასევე სექტორში არსებული შესაძლებლობეის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. 

კონფერენცია საქართველოს ინფროასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლესლი ბეარმან ლაჰმმა გახსნეს.