25 მარ 2026
თბილისის „არენა 2-ზე" მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგებში: ვაჟებს შორის ერთეულთა თანრიგში ფინალში ერთმანეთს ლაშა ლომია და ლევან ბელიაშვილი დაუპირისპირდნენ, ჩემპიონობა კი ლაშა ლომიამ იზეიმა;
ქალთა თანრიგის ფინალში კი ვენერა ვარამიძესა და ანა ნიკოიან-ჩერვიკს შორის გამარჯვება ანა ნიკოიან-ჩერვიკს დარჩა.
ქალთა წყვილის ფინალში ერთმანეთს მარიამ გორგაძისა და თაკო რიჟვაძის წყვილი ანასტასია ჩხარტიშვილისა და ნინი ლიპარტიას წყვილს დაუპირისპირდა, საქართველოს ჩემპიონი კი ანასტასია ჩხარტიშვილისა და ნინი ლიპარტიას წყვილი გახდა. ვაჟთა წყვილის ფინალში კი ნიკოლოზ ჩხარტიშვილისა და დავით ჭედიშვილის წყვილი, ანდრია ჩხარტიშვილისა და მათე ღამბარაშვილის წყვილს შეხვდა, გამარჯვება ნიკოლოზ ჩხარტიშვილისა და დავით ჭედიშვილის წყვილმა მოიპოვა.
შერეულ წყვილთა შორის საქართველოს ჩემპიონობა კი ანა ნიკოიან-ჩერვიკისა და ზურაბ თებიძის გუნდმა იზეიმა.
ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.