25 მარ 2026
სიონის საკათედრო ტაძარში მოქალაქეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად მიდიან.
დღეს, 25 მარტს სრულდება მეცხრე დღე ილია მეორის გარდაცვალებიდან.
სიონის საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად, გადაიხდის პარაკლისს და პანაშვიდს.
მსახურება 14:00 საათზე დაიწყო