რომის პაპი ირანის კონფლიქტის დიალოგის გზით მოგვარების მოწოდებით გამოდის

25 მარ 2026

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს სამხედრო ძალების გასაძლიერებლად ათასობით ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ ვაშინგტონის გეგმებთან დაკავშირებით რომის პაპი ლეო XIV შეშფოთებას გამოთქვამს რეგიონში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების გამო და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.  ლეო XIV, პირველი ამერიკელი პაპი, წუხს, რომ სიძულვილი და მტრობა იზრდება, ძალადობა კი სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ცეცხლის შეწყვეტისკენ, მშვიდობისთვის ვიმუშაოთ, მაგრამ არა იარაღით - არამედ დიალოგის გზით, ყველასთვის რეალური გამოსავლის ძიებით“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს იტალიის ქალაქ კასტელ განდოლფოში, რეზიდენციის დატოვებისას.

„მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული ადამიანია და ბევრი გარდაცვლილია. მოვუწოდებ ყველა ხელისუფლებას, რომ პრობლემების გადასაჭრელად დიალოგის გზით იმუშაონ“,- თქვა პაპმა.  

რომის პაპმა, რომელიც ცნობილია თავშეკავებული განცხადებებით, ბოლო დღეებში ირანის ომის დასრულების მოწოდებები გააძლიერა.