25 მარ 2026
ფხენიანში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მოწვევით ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო ჩავიდა.
ბელარუსის ლიდერის ადმინისტრაციის განცხადებით, ლუკაშენკო ჩრდილოეთ კორეაში ორი დღე დარჩება. ვიზიტის დროს ის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან, კიმ ჩენ ინთან, მოლაპარაკებებს გამართავს.
იგეგმება ბელარუსსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა - წერს ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრ მაქსიმ რიჟენკოვზე დაყრდნობით.