ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

25 მარ 2026

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყო ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა. საკრებულოს თავმჯდომარემ დეპუტატებს და  სრულიად საქართველოს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო  კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

რაც შეეხება სხდომას, საკრებულოს წევრებმა  დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის მხარი დაუჭირეს სოფელ ახალსოფელში 77 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის, აჭარის მთავრობისთვის გადაცემის საკითხს.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით მიზანი აღნიშნული ტერიტორიის იქ მცხოვრები მოქალაქისთვის დარეგისტრირებაა.

დღესვე საკრებულოს მხარდაჭერით, ხელვაჩაურის მერიის საკუთრებაში არსებული შპს საფეხბურთო კლუბი „მაჭახელა“-ს  100 პროცენტიანი წილი 15 წლიანი  მართვის უფლებით  ელექტრონელ აუქციონზე გავა.

სხდომის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი წაიკითხა „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, რომელსაც დღეს საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.