25 მარ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვალ დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.
დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც არჩევნების შესახებ კანონპროექტსა და რეგლამენტში ცვლილებებს ეხება და მასზე დეტალურად ხვალინდელ სხდომაზე გააკეთებენ აქცენტს.
ასევე, მოისმინეს კომიტეტების 2025 წლის საქმიანობის ანგარიშები და 2026 წლის გეგმები.
დღის წესრიგში იყო „მინისტრის საათთან“ დაკავშირებული საკითხებიც, მათ შორის, დებატების ფორმატი და განრიგის ცვლილება.