ილია მეორის გარდაცვალებიდან მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში მსახურება მიმდინარეობს

25 მარ 2026

სიონის საპატრიარქო ტაძარში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები მივიდნენ, სადაც კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს აღავლენს.

მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყო. მსახურებას ასევე ესწრებიან სინოდის წევრებიც.