25 მარ 2026
სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა და მათი საერთო რაოდენობა უკვე 11 გახდა.
ეს სტატუსი კომპანიებს მნიშვნელოვან შეღავათს აძლევს — 3 წლის განმავლობაში ისინი გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან.
პროგრამის მიზანია, სტარტაპებს განვითარების საწყის ეტაპზე დაეხმაროს, თანაც მაშინ , როცა ისინი ინვესტიციებს დებენ, მაგრამ ჯერ დიდი შემოსავალი არ აქვთ.