25 მარ 2026
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისში პარაძიუდოს „მსოფლიოს თასი" გაიმართა.
ასპარეზობას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც +95 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ქართველმა პარაძიუდოისტებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს, აქედან ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალია.
ჩემპიონობა J1 კატეგორიაში საბა ბაღდავაძემ (-81 კგ) იზეიმა, ამავე კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედალი გიორგი გამჯაშვილმა (-70 კგ) მოიპოვა. J2 კატეგორიაში ჩემპიონობა რევაზ ჩიკოიძემ (+95 კგ) იზეიმა, ვიცე-ჩემპიონი ზვიად გოგოჭური (+95 კგ) გახდა, ამავე კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ ზურაბიანმა (-70 კგ) და ლევან გუგავამ (-81 კგ) მოიპოვეს.
ტურნირს მინისტრის პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი, პარალიმპიური კომიტეტის სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.