25 მარ 2026
აჭარის მწერალთა სახლში ჟუჟუნა ხაჯიშვილის პოეზიის საღამო გაიმართა. ღონისძიება პოეტის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში ბათუმის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს სახელწოდებით — „ნეტავი ვინმე თუ გაიხსენებს, მე პოეზია როგორ მიყვარდა!“ მონაწილეებმა ჟუჟუნა ხაჯიშვილის შემოქმედება გაიხსენეს და მისი პოეზიიდან ნაწყვეტები წაიკითხეს.
ჟუჟუნა ხაჯიშვილი ქართველი პოეტი და ლიტერატორი იყო, რომლის შემოქმედება გამოირჩევა გულწრფელობით, ემოციურობითა და ადამიანური განცდების სიღრმისეული გადმოცემით.
ჟუჟუნა ხაჯიშვილი აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ ცხოვრებაში და მისი შემოქმედება არაერთ ღონისძიებასა და პოეზიის საღამოზე ჟღერდა.