აჭარის ჯანდაცვის მინისტრის საათი უმაღლეს საბჭოში

26 მარ 2026

დღეს, აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში აჭარის ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენენ.

ნინო ნიჟარაძე უმაღლეს საბჭოს უწყების საქმიანობისა და განხორციელებული პროგრამების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე  განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც არჩევნების შესახებ კანონპროექტსა და რეგლამენტში ცვლილებებს ეხება.