შეხვედრა ფერმერებთან

26 მარ 2026

სამუშაო შეხვედრა ვაშლის, ატმის და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებთან და ექსპორტიორებთან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და მოსავლიანობის ზრდის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სამინისტროში დარგობრივი საბჭო შეიქმნება.

საბჭოს მიზანი სექტორის გამოწვევებისა და საჭიროებების გამოვლენა, სიახლეების გაცნობაა.