შეხვედრა საჯარო სკოლების მოსწავლეების მშობლებთან

26 მარ 2026

ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო განათლების მინისტრმა საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს. ამჯერად, შეხვედრა შიდა ქართლში გაიმართა. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობას და რეფორმის პროცესში მათი მოსაზრებების გაზიარების აუცილებლობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.