„მომავლის ვარსკვლავები“ - აჭარის რეგიონული ტური

26 მარ 2026

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში კლასიკური მუსიკის მე-19 ეროვნული კონკურსის — „მომავლის ვარსკვლავების“ აჭარის რეგიონული ტური მიმდინარეობს.

კონკურსში მონაწილეობენ სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს პროფესიონალი ჟიურის წინაშე წარადგენენ.

ქვეყნის მასშტაბით პროექტი დაახლოებით 1000-მდე მონაწილეს აერთიანებს. საუკეთესო კონკურსანტები 27 აპრილს თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ საზეიმო გალა-კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას.

 გამარჯვებულებს დიპლომები და პერსონალური პრიზები გადაეცემათ. შესარჩევი ტური 24 მარტს დაიწყო და 5 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.