26 მარ 2026
აჭარის კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
ელისო ბოლქვაძემ ერევნის ჩაიკოვსკის სახელობის პროფესიულ მუსიკალურ სკოლაში მასტერკლასები ჩაატარა, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს მოუსმინა და პროფესიული რეკომენდაციები გაუზიარა.
ვიზიტის ფარგლებში ელისო ბოლქვაძე შეხვდება სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, კულტურის ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, აუდიენცია ჩანიშნულია ლორის ოლქის გუბერნატორთან და ბათუმთან დამეგობრებული ქალაქ ვანაძორის მერთანაც.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრისა და აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლ ,,ბათუმის” მონაწილეობით გაიმართება კონცერტები ,,მუსიკალური ბათუმი” ერევანსა და ვანაძორში, რომლებიც მიეძღვნება საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია lI-ის ხსოვნას.