სპორტის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში გრძელდება

26 მარ 2026

საქართველოს სპორტის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი მინისტრის შალვა გოგოლაძის ხელმძღვანელობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სპორტის მინისტრი სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა. ჩინეთის ეროვნულ სასწავლო ცენტრში შეხვედრები გაიმართა ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ბადმინტონის, მაგიდის ჩოგბურთის, წყალში ხტომისა და ტანვარჯიშის ფედერაციების პრეზიდენტებთან და წარმომადგენლებთან.

დელეგაციამ დაათვალიერა სასწავლო ცენტრის ბაზები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველო-ჩინეთს შორის სპორტის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. დაიგეგმა სპორტის სფეროში დასაქმებული პირების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთობლივი პროექტები; საუბარი შეეხო სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებასაც.