26 მარ 2026
პრაღაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში პირველ დღეს გაიმართა შეჯიბრება წყვილთა შორის სპორტულ ცეკვებში.
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და 79,45 ქულა დაიმსახურეს, რაც მათი საუკეთესო მაჩვენებელი იყო სეზონში. ქართული წყვილის შემდეგ ყინულზე გამოვიდა გერმანული წყვილი – ვოლოდინი-ჰასე.
მათ მსაჯებისგან 79,78 ქულა მიიღეს, მცირედით გაასწრეს ჩვენს სპორტსმენებს და მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს. წყვილებში მსოფლიოს ჩემპიონის ვინაობა დღეს გაირკვევა, მეტელკინა და ბერულავა, რომლებიც მეორე პოზიციაზე არიან, თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ.
შეჯიბრება 21:15 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ კი მოკლე პროგრამა მაღალ დონეზე წარმოადგინა და მსაჯებისგან 69.92 ქულა დაიმსახურა.
ეს მაჩვენებელი საკმარისი აღმოჩნდა ფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად. მოკლე პროგრამის შემდეგ ანასტასია მეექვსე ადგილზეა.
ანასტასია გუბანოვა თავისუფალ პროგრამას 27 მარტს წარმოადგენს. შეჯიბრება 21 საათზე დაიწყება.