26 მარ 2026
16-19 აპრილს თბილისი ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა კონტინენტის პირველობისთვის შემადგენლობა დაასახელა: 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილი იასპარეზებს, 66-ში ვაჟა მარგველაშვილი.
73 კილოგრამში ორი მონაწილე გვეყოლება, ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი. 81-ში მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებს. ორი წარმომადგენელი გვეყოლება 90 კილოგრამშიც.
ტატამზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიო ჩემპიონი ლუკა მაისურაძე გავლენ. რაც შეეხება 100 კილოგრამს და მძიმე წონით კატეგორიებს, საქართველოს ღირსებას ილია სულამანიძე და გურამ თუშიშვილი დაიცავენ.
ქალთა გუნდის შემადგენლობა კი ასეთია: -48 კილოგრამი - თამარ გიგოლაევა, ჯულიეტა როდონაია; 52 ნინო თათრიშვილი; 57-ში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე; 63 ნინო წიკლაური; 70 კგ ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია და მძიმე წონა სოფიო სომხიშვილი.